Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა აჯობა სარკოზის


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა - ხმების 28,63 პროცენტი ერგო სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ფრანსუა ოლანდს. მას მოჰყვება მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ხმების 27,08 პროცენტით. შესაბამისად, ოლანდი და სარკოზი გავიდნენ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 6 მაისს ჩატარდება. მეორე ტურში ვერ გავიდა, მაგრამ მაინც მოულოდნელად დიდი მხარდაჭერა მიიღო პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა - ხმების 18,01 პროცენტი. მას ნათქვამი აქვს, რომ 1 მაისამდე არ გააკეთებს საჯარო განცხადებას იმის თაობაზე, თუ რომელი კანდიდატის მხარდაჭერას ურჩევს თავის მომხრეებს. სულ არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა 10 კანდიდატი.
XS
SM
MD
LG