Accessibility links

logo-print

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოს ეწვია


ბაქოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი, აზერბაიჯანთან ისრაელის ურთიერთობაზე მოსალაპარაკებლად. ლიბერმანის ამ ვიზიტამდე ერთი თვით ადრე ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც ისრაელს აზერბაიჯანისაგან მიღებული აქვს უფლება, ისარგებლოს მისი აეროდრომებით მეზობელი ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში გამოსაყენებლად. ისრაელი და შეერთებული შტატები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელს. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამხედრო კომპონენტსაც შეიცავს.
XS
SM
MD
LG