Accessibility links

ევროკავშირმა გააუქმა სანქციები მიანმარის წინააღმდეგ


ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მიანმარის (ყოფილი ბირმის) წინააღმდეგ სანქციების გაუქმებაზე. ეს ნაბიჯი არის რეაქცია რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ბოლო ერთი წელი, მიანმარში სამხედრო რეჟიმის მმართველობისათვის ბოლოს მოღების შემდეგ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, ლუქსემბურგში შეთანხმდნენ, რომ ერთი წლით გააუქმებენ მიანმარის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას, იარაღზე ემბარგოს გარდა. მიანმარში სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მიმდინარე თვეში ჩატარდა არჩევნები, რომლებმაც გამარჯვება მოუტანა დემოკრატიზაციის მომხრე ძალებს. საპარლამენტო მანდატი მოიპოვა ამ ძალების ლიდერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ანგ სან სუ ჩიმაც. მაგრამ მან და მისი პარტიის წევრებმა უარი თქვეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ, დღევანდელ სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან მათ უკმაყოფილებას იწვევს პარლამენტარის ფიცის ტექსტის ერთი ნაწილი.
XS
SM
MD
LG