Accessibility links

logo-print

ჭუბერში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო


საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სოფელ ჭუბერში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ”მსგავსი სიმძლავრის ჰესზე სულ რაღაც 4-5 წლის წინ ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.” 5 წელიწადში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 210 მეგავატი იქნება. პრეზიდენტის თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. "მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქედან გამომუშავებული ელექტროენერგია აამუშავებს დანარჩენი საქართველოს წარმოებას, ბიზნესს, ეკონომიკას და ეს არის პირველი ჰესი, რომელიც აამუშავებს ჩვენს ენერგეტიკას ზამთარში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქართულ მხარესთან ერთად, ”ნენსკრაჰესს” ჩინური კომპანია Sinohydro აშენებს.
XS
SM
MD
LG