Accessibility links

ნინო კალანდაძე: უცხოური მისიები დაინტერესებული არიან, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს საქართველოში


საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მზადყოფნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოთქვა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. ამასთან, მან განმარტა, რომ სამინისტრო ოფიციალურ წერილობით პასუხებს არ ელოდება შეთავაზებაზე, რომელიც პრეზიდენტის დავალებით საერთაშორისო ორგანიზაციებს აპრილის დასაწყისში გაუგზავნა. "ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უცხოური მისიები დაინტერესებულნი არიან საქართველოში დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს”, - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, საქართველო არ განეკუთვნება კატეგორიას იმ ქვეყნებისა, რომლებსაც არ სურთ საერთაშორისო მეთვალყურეთა მიღება.
XS
SM
MD
LG