Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი ცდილობს ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების გადაბირებას


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ცდილობს ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას მას შემდეგ, რაც მას ოპოზიციონერმა, სოციალისტმა კანდიდატმა, ფრანსუა ოლანდმა აჯობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. არჩევნებში უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ნაციონალური ულტრამემარჯვენე "ეროვნული ფრონტის" კანდიდატმა, მარინ ლე პენმა. მან მართალია, ვერ შეძლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა, მაგრამ მოაგროვა მისი პარტიისათვის სარეკორდო, ხმების 18 პროცენტი. პირველი ტურის შემდეგ ლიდერობს ოლანდი 28,63 პროცენტით, ხოლო სარკოზის ხმების 27,18 პროცენტი ერგო. შესაბამისად, არჩევნების მეორე, 6 მაისის ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ოლანდი და სარკოზი. ორშაბათს სარკოზიმ განაცხადა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს საკითხებს, რომლებიც იწვევს "ეროვნული ფრონტის" მხარდამჭერთა შეშფოთებას. ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრის, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შემაშფოთებელი უწოდა საფრანგეთის არჩევნებში ეროვნული ფრონტის მაღალ შედეგს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა განაცხადა, რომ ამაში ნაწილობრივ სარკოზია დამნაშავე, წინასაარჩევვნო კამპანიის დროს ემიგრაციის და ევროკავშირის საზღვრების შესახებ გაკეთებული განცხადებებით.
XS
SM
MD
LG