Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კარდაკარის" ფარგლებში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დაიწყო


დღეს დილიდან პროგრამა "კარდაკარის" ფარგლებში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება დაიწყო. საველე სამუშაოებზე რეგისტრატორები ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომიისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ გააცილა. მისი განცხადებით, ყველაზე მთავარი საზღვარგარეთ მყოფი პირების და გარდაცვლილების აღრიცხვაა. გარდა ამისა აუცილებელია ბინაზე მიწერილი პიროვნებების შესახებ ინფორმაციის მოძიება. კაციტაძე ყველა რეგისტრატორს მოუწოდებს, რომ ყველანაირი პარტიული აგიტაციისგან თავი შეიკავონ.
XS
SM
MD
LG