Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნელი": ევროპაში მაჰმადიანთა დისკრიმინაცია ძლიერდება


უფლებადამცავი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეშნელი“ აცხადებს, რომ ევროპაში მაჰმადიანთა დისკრიმინცია ძლიერდება. კვლევა ჩატარდა საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციის ექსპერტმა, მარკო პეროლინომ მოამზადა, ნათქვამია, რომ მაჰმადიანებს, რომლებიც გამოირჩევიან რელიგიური სიმბოლოებით, მაგალითად, თავსაბურავით, ნავლები შანსი აქვთ მიაღწიონ წარმატებას სამსახურში ან სასწავლებელში მიღებისას. დოკუმენტის ავტორების თანახმად, ევროპის საზოგადოებაში ბატონობს სტერეოტიპი, რომ „მაჰმადიების გამო პრობლემა არ არსებობს, სანამ ისინი ძლიერ არ გამოირჩევიან“. ამნესტი ინტერნეშნელი მოუწოდებს ევროკავშირის ხელისუფლებებს, უფრო თანმიმდევრულად მიიღონ დისკრიმინაციის საპირისპირო კანონები.
XS
SM
MD
LG