Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ასტრახანის მერობის ყოფილმა კანდიდატმა შიმშილობა შეწყვიტა


რუსეთის ქალაქ ასტრახანის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ოლეგ შეინმა განაცხადა, რომ ან შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც მან მოაწყო ქალაქის თავის არჩევნების ხელმეორედ ჩატარების მოთხოვნით. როგორც შეინმა თავის ბლოგზე დაწერა, მას სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ განთავისუფლებულია მისი დაპატიმრებული ბოლო ამხანაგი, ამდენად, შიმშილობა დასრულდა. შეინი ადრე აცხადებდა, რომ არ შეწყვეტდა შიმშილობას, სანამ მის ყველა მომხრეს, რომლებიც სხვადასხვა აქციის დროს დააკავეს, არ გაათავისუფლებდნენ. შეინმა და მისმა მომხრეებმა შიმშილობა გამოაცხადეს 16 მარტს და მოითხოვეს ქალაქის მერის არჩევნების შედეგების გაუქმება. მათი შეფასებით, არჩევნებში "ედინააია როსიას" წარმომადგენელმა ხელოვნური ხელშეწყობით გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG