Accessibility links

logo-print

დაიწყო ამომრჩეველთა სიების ე.წ. კარდაკარის პრინციპით შემოწმება


დღეიდან საქართველოში დაიწყო ამომრჩეველთა სიების ე.წ. კარდაკარის პრინციპით შემოწმება. რეგისტრატორებს მუშაობის დაწყებამდე ინსტრუქციები კიდევ ერთხელ შეახსენა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომიისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ. მისი შეფასებით, ყველაზე მთავარი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების და გარდაცვლილი ადამიანების აღრიცხვაა. კაციტაძის განცხადებით, აუცილებელია ინფორმაციის მოძიებაც ბინებზე მიწერილი პირების შესახებ. კომისიის თავმჯდომარემ ყველა რეგისტრატორს მოუწოდა, რაიმე სახის პარტიული აგიტაციისგან თავი შეიკავონ. ამომრჩეველთა სიების შემოწმების პროცესში საქართველოს მასშტაბით სპეციალურად შერჩეული 11 100 რეგისტრატორი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG