Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას სთხოვენ. მას პეტიცია გაუგზავნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, საზოგადოებრივმა დამცველმა, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა, ჰელსინკის კომიტეტმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ. პეტიციაში ნათქვამია, რომ 2008 წლის მოვლენებიდან სამ წელზე მეტი გავიდა, გამოძიება კი ჯერ არ დაწყებულა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობის აღსადგენად საჭიროა დროული რეაგირება, რადგან აგვისტოს ომის დროს მომხდარი ფაქტები აშკარად მეტყველებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე.
XS
SM
MD
LG