Accessibility links

logo-print

ირანი მზად არის საერთაშორისო ექსპეტებს უმთავრესი ბირთვული ობიექტი აჩვენოს


ირანმა მზადყოფნა გამოთქვა, დაუშვას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ფარჩინის ბირთვულ ობიექტზე. ამის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, ირანი მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ატომურ სააგენტოსთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიასთან მომავალი შეხვედრის წინ. ეს მოლაპარაკება 23 მაისისთვისაა დაგეგმილი ბაღდადში. ატომური სააგენტო ვარაუდობს, რომ ფარჩინის ობიექტზე შეიძლება ტარდებოდეს სამუშაო, რომელსაც სამხედრო ამოცანები აქვს.
XS
SM
MD
LG