Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ძალადობა გრძელდება


საერთაშორისო შუამავლების გზით მიღწეული ცეცხლის შეწყეტის შეთანხმების მიუხედავად, სირიაში ძალადობა გრძელდება. უფლებადამცავი ჯგუფის თანახმად, ორშაბათს ქვეყანაში 60 კაცი დაიღუპა, მათ შორის 30 სამოქალაქო პირია. სასიკვდილო შემთხვევათა უმეტესობა ქალაქ ჰამაზე მოდის. სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყებოდა, რომ დამასკის ცენტრში მანაქანა აფეთქდა და სამი კაცი დაშავდა. ამ ცნობით, აფეთქება „შეიარაღებულმა ტერორისიტებმა“ მოაწყვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააფრთხილა ორივე მხარე, მეამბოხეებიც და მთავრობაც, ნუ შეუშლიან ხელს გაეროს მეთვალყურეების მუშაობას, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონტროლს ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG