Accessibility links

გალის შეხვედრა გადაიდო


ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრა, რომელიც გალში უნდა გამართულიყო, გადაიდო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მისთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდა შეხვედრაზე აფხაზური მხარე. უტიაშვილის თქმით, ამ რიგის შეხვედრათა შორის ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოლაპარაკება არ შედგა.
XS
SM
MD
LG