Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნობს სირიაში ზავის დარღვევის შემთხვევებს


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის პრესმდივანი აცხადებს, რომ სატელიტური გამოსახულებები როგორც აჩვენებს, სირიის უშიშროების ძალებს არ გაუტანიათ მძიმე შეიარაღება დასახლებული უბნებიდან და არ დაბრუნებულან ყაზარმებში, რასაც ითვალისწინებს კონფლიქტის მოგვარების გეგმა. კოფი ანანის პრესმდივანი აჰმად ფაუზი ამბობს ასევე, რომ მოქალაქეებთან, რომლებიც სირიაში გაეროს მეთვალყურეებს შეხვდნენ, დასახლებიდან ამ მეთვალყურეების წასვლის შემდეგ ზოგჯერ მიდიან ჯარისკაცები და აღრიცხულია ასეთი მოქალაქეების მკვლელობის რამდენიმე შემთხვევა. ფაუზის თქმით, კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას ზავის დარღვევების შესახებ. უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა, რომელსაც ანანი ინფორმაციას მიაწვდის, სამშაბათს იმართება. სირიის ქალაქ ჰამიდან კი ვრცელდება ცნობები ძალადობის შესახებ მიუხედავად ზავისა, რომელიც ძალაში შევიდა 12 აპრილს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მეამბოხეებმა დღეს დამსაკში მოკლეს მმართველი რეჟიმის სამი ოფიციალური წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG