Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, ორი ადამიანი შეიწირა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ ვაგზალზე ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ორი და დაიჭრა 20-მდე ადამიანი. პოლიცია აცხადებს, რომ ბომბი აფეთქდა რკინიგზის სადგურის მოსაცდელთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ლაჰორი პუნჯაბის პროვინციის დედაქალაქია, სიდიდით მეორე ქალაქი პაკისტანში.
XS
SM
MD
LG