Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა გამოსცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა


პაკისტანის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ოთხშაბათს გამოსცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. პაკისტანის ამ განცხადებას ერთი კვირით უსწრებდა ინდოეთის მიერ გრძელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ განცახდებას. პაკისტანის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია განახლებული რაკეტის - Shaheen 1A-ს მოქმედების რადიუსი. სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტა ინდოეთის ოკეანეში ჩაეშვა და წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები აქვს.
XS
SM
MD
LG