Accessibility links

logo-print

ოლანდი და სარკოზი გამოეხმაურნენ სომხების მასობრივი ხოცვის 97-ე წლისთავს


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ოლანდი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 24 აპრილს პარიზში გამართულ ცერემონიალზე გამოეხმაურნენ სომხების მასობრივად დახოცვის 97-ე წლისთავს. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი დახოცეს. ოლანდმა განაცხადა: ”როგორი ზეწოლაც უნდა იყოს, და ასეთი იქნება, მე წინ აღვუდგები მას, რომ მივაღწიოთ მიზანს - დაისაჯოს ისტორიული დანაშაულის უარყოფა და რასაკვირველია, დანაშაულისა - სომხების მიმართ”. სარკოზიმ კი განაცხადა, რომ ”საფრანგეთის მიწაზე მიუღებელია ისეთი სიმართლის ეჭვქვეშ დაყენება, როგორიც გენოციდია”.
XS
SM
MD
LG