Accessibility links

logo-print

ავღანეთში დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი


24 აპრილს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა ქართველი სამხედრო, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 35 წლის სერჟანტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა და ავღანეთის გარდა, ვალერიან ხუჯაძე ერაყის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა. საქართველო ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში 2009 წლიდან მოყოლებული საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 16 ჯარისკაცი დაკარგა. მიუხედავად ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლისა, წელს საქართველოს მთავრობა აპირებს დამატებით კიდევ ერთი ბატალიონით გაზარდოს ავღანეთში მყოფი ქართული მისია, რომელიც 950 ჯარისკაცს ითვლის.
XS
SM
MD
LG