Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნიმ კიდევ ხუთი შტატის პრაიმერებში გაიმარჯვა


მიტ რომნიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. სამშაბათს მან გაიმარჯვა ხუთ შტატში, მათ შორის ნიუ-იორკის შტატში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებში, ე.წ. პრაიმერებში. ამ წარმატების შემდეგ რომნიმ კრიტიკა მიმართა პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინააღმდეგ: „დღეს საღამოს იწყება ახალი კამპანია ყველა ამერიკელის გასაერთიანებლად, ვინც გულის სიღრმეში იცის, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია. ბოლო ხუთი წელია კეთდება მაქსიმუმი, რის გაკეთებაც ბარაკ ობამას შეუძლია - მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც ამერიკელებისათვის არის შესაძლებელი. დღეს საღამოს იწყება ობამას წლების იმედგაცრუებათა დასასრული“, - განაცხადა რომნიმ ნიუ ჰემპშირის შტატში, ქალაქ მანჩესტერში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. რომნის განაღდებული აქვს მისი კანდიდატურისადმი 824 დელეგატის მხარდაჭერა, სულ კი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად ნომინაციისათვის სჭირდება 1144 ხმა. ექსპერტების უმრავლესობის შეფასებით, ეჭვს თითქმის აღარ იწვევს, რომ სწორედ მიტ რომნი იქნება ობამას მეტოქე წლევანდელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG