Accessibility links

logo-print

ბრეივიკი ამბობს, რომ „სიცრუეზეა“ დამყარებული მისი შეურაცხადობის დიაგნოზი


ნორვეგიელი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელიც აღიარებს შარშან მოწყობილი თავდასხმებისას 77 ადამიანის დახოცვას, უარყოფს ფსიქიატრიულ დასკვნას მისი შეურაცხადობის შესახებ. ბრეივიკმა დღეს სასამართლოში განაცხადა, რომ ფსიქიატრიული დასკვნა ფალსიფიცირებულია და მის დისკრედიტაციას ემსახურება. ბრეივიკი აღიარებს, რომ 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში მოაწყო აფეთქება, რომელსაც რვა ადამიანი შეეწირა, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 69 ადამიანი კუნძულ უტოიაზე,ნორვეგიის "შრომის პარტიის" ახალგაზრდულ ბანაკში. ბრეივიკის მდგომარეობაზე ფსიქიატრების ორმა გამოკვლევამ სხვადასხვა შედეგი აჩვენა. სასამართლო ორივე გამოკვლევის დასკვნებს განიხილავს ბრეივიკისათვის განაჩენის გამოტანამდე. ბრეივიკი აცხადებს, რომ მისი თავდასხმები აუცილებელი იყო უცხოელი იმიგრანტებისაგან ნორვეგიის დასაცავად.
XS
SM
MD
LG