Accessibility links

კომპანიებმა „როსნეფტმა“ და „ენიმ“ ხელშეკრულება გააფორმეს


რუსეთისა და იტალიის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა „როსნეფტმა“ და „ენიმ“ ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბარენცისა და შავი ზღვების შელფებში საბადოების ათვისებას. იუწყებიან, რომ „ენის“ წილი შეადგენს 33,3 პროცენტს, დანარჩენი აქციები კი „როსნეფტის“ მფლობელობაშია. უფრო ადრე „როსნეფტმა“ ამავე ტიპის შეთანხმება გააფორმა ამერიკულ „ექსონ მობილთან“ - მსოფლიოში უდიდეს კერძო ნავთობკომპანიასთან. მათი თანამშრომლობაც ითვალისწინებს ერთობლივი საწარმოების შექმნას კარისა და შავი ზღვების შელფებში სამუშაოდ, ისევე როგორც „როსნეფტის“ მონაწილეობას „ექსონ მობილის“ პროექტებში აშშ-ისა და კანადის ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG