Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო პრემიერ-მინისტრი გილანი


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი, მაგრამ მისთვის არ შეუფარდებია თავისუფლების აღკვეთა. გილანი დამნაშავედ სცნეს სასამართლოსადმი უპატივცემულობაში. ეს ბრალდება გილანის წაუყენეს უარის გამო, რომელიც განაცხადა სასამართლოს მოთხოვნაზე, მიემართა ზომებისათვის, რათა შვეიცარიაში განახლდეს პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის გასამართლება კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. ეს საქმე შვეიცარიაში გასული საუკუნის 90-იან წლებში განიხილებოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს მოთხოვნაზე უარი თქვა არგუმენტით, რომ პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს სამართლებრივი დევნისაგან. პაკისტანის მედიის ცნობით, უზენაესმა სასამართლომ გილანის მხოლოდ სიმბოლური სასჯელი შეუფარდა - სასამართლოში დაკავება პროცესის ხუთშაბათს დასრულებამდე.
XS
SM
MD
LG