Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის კატასტროფის 26-ე წლისთავს


უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის 26-ე წლისთავს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ რეაქტორზე 1986 წლის 26 მაისს მომხდარი ავარიის შედეგად რადიაცია გავრცელდა უკრაინასა და მეზობელ ბელორუსიაში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ჩერნობილის ავარია მიჩნეულია მსოფლიოში უმძიმეს სამოქალაქო ბირთვულ კატასტროფად. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ათობით ადამიანი გარდაიცვალა კატასტროფის შემდგომ გასაწმენდ სამუშაოებში მონაწილეობის შედეგად. დღემდე არ არის დადგენილი, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა დაზარალდა. ხუთშაბათს კიევში, უკრაინის პარლამენტთან პიკეტი გამართა ჩერნობილის სამუშაოების მონაწილე 500-მდე ვეტერანმა სრული სოციალური დახმარების მოთხოვნით. უკრაინის მთავრობამ შარშან შეკვეცა ჩერნობილის ვეტერანებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბოლო რეაქტორი 2000 წელს დაიხურა.
XS
SM
MD
LG