Accessibility links

logo-print

საქართველომ უარი უთხრა ყირგიზეთს ექსპრეზიდენტის სამდივნოს ყოფილი უფროსის ექსტრადიციაზე


საქართველოს ხელისუფლებამ ყირგიზეთს უარი უთხრა ექსპრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის სამდივნოს ყოფილი უფროსის ოქსანა მალიოვანაიას ექსტრადიციაზე - ამის შესახებ დღეს იუწყება ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური. მისივე ცნობით, მალიოვანაია ეჭვმიტანილია ბაკიევის ხელისუფლების მიერ ჩადენილ არაერთ მძიმე დანაშაულთან კავშირში და გაუსვლელობის ხელწერილის მიუხედავად ქვეყანა დატოვა. ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, ოქსანა მალიოვანაიამ შესაბამისი ორგანოებისგან დევნილის სტატუსი ითხოვა და ეს გარემოება როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ექსტრადიციისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მარტში ოქსანა მალიოვანაია კიევის აეროპორტში დააკავეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც ის საქართველოში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG