Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა მეამბოხეებს აკისრებს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა ძლიერმა აფეთქებამ ქალაქ ჰამაში და ინციდენტის მიზეზი იყო მეამბოხეების მოქმედება - არასწორი მოპყრობა ასაფეთქებელ მასალასთან. თავის მხრივ, მეამბოხეები ამბობენ, რომ არ იციან, რამ გამოიწვია ოთხშაბათს აფეთქება. მათივე მონაცემებით, დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. აქტივისტების ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ“ გაეროს მეთვალყურეებს სთხოვა ინციდენტის გამოძიება. ოპოზიციის აქტივისტები იუწყებიან ასევე, რომ ხუთშაბათს სამხედროებმა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი მოკლეს სირიის სხვადასხვა რეგიონში. ძალადობის გამო გაეროს მოუწოდებენ, გეგმაზე ადრე გაზარდოს მეთვალყურეების რიცხვი სირიაში. ამჟამად ადგილზე იმყოფება სულ 10 მეთვალყურე.
XS
SM
MD
LG