Accessibility links

logo-print

სააკაშვილი მზადაა, ხელისუფლებიდან წასვლა გაცვალოს საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთის ხელისუფლება მზად არის, საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და ჯარი გაიყვანოს ამ რეგიონებიდან, თვით სააკაშვილი დღესვე გაემგზავრებოდა და ხელს მოაწერდა შესაბამის ხელშეკრულებას. „მზად ვარ, ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი და ჩემი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს, რუსთავში ვიზიტისას. ამ განცხადებებით ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ინტერვიუს, რომელშიც ის საქართველოსაც შეეხო. „ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელი და ძვირფასია“, განაცხადა მედვედევმა რუსულ ტელეარხებთან დღევანდელ საუბარში და კიდევ ერთხელ დაგმო ქართველი კოლეგა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც „ცარიელი ადგილი“ და „ნული“ უწოდა.
XS
SM
MD
LG