Accessibility links

logo-print

ბან კი-მუნი სირიაზე განცხადებას ავრცელებს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ სირიაში არ ხორციელდება გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა, რომლის მიზანიც ქვეყანაში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სისხლისღვრის შეწყვეტაა. განცხადებაში ბან კი მუნი აღნიშნავს, რომ ”ღრმად შეშფოთებულია” ინფორმაციით იმის შესახებ, რომ სირიის დასახლებულ პუნქტებში კვლავაც არის განლაგებული მძიმე სამხედრო ტექნიკა. გაეროს გენერალურ მდივანს აშფოთებს ცნობები სირიაში სროლის, აფეთქებებისა და მსხვერპლის შესახებ. ბან კი-მუნის განცხადება მოჰყვა ცნობას ხუთშაბათს ქალაქ ჰამაში შენობის აფეთქების შესახებ. სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი. ის ოპოზიციას ადანაშაულებს შენობის აფეთქებაში. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, შენობას ცეცხლი სახელისუფლებო ძალებმა გაუხსნეს და დაღუპულია დაახლოებით 50 ადამიანი. არაბთა ლიგის ხელმძღვანელი ნაბილ ელარაბი სირიაში გაეროს მეთვალყურეთა განთავსების მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG