Accessibility links

logo-print

ტინა კეიდანაუ განმარტავს ნატოს ჩიკაგოს სამიტის პრიორიტეტებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდანაუ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა მოხსენებით ჩიკაგოს სამიტის შესახებ. დასაწყისში აღნიშნა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ნატოს სამიტი პირველად ჩატარდება აშშ-ში. ”უპირველეს ყოვლისა, ნატო კვლავაც ”მეხუთე მუხლის” - კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულია” - განაცხადა კეიდანაუმ და შემდეგ დაწვრილებით ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჩიკაგოს სამიტზე წარსადგენ სამ პრიორიტეტზე: ცენტრალურ საკითხად ავღანეთის გარდაქმნის მორიგი ფაზის გამოცხადება და ავღანეთის ხალხის მიმართ ნატოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება. ავღანეთს კეიდანაუმ გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა. თინა კეიდანაუს თანახმად, მეორე პრიორიტეტი იქნება ნატოს მოდერნიზაცია, მესამე კი - ნატოს ურთიერთობა პარტნიორებთან. კეიდანაუ აცხადებს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მკაფიო განცხადება გაკეთდება არაწევრი, პარტნიორი ქვეყნებისთვის მათი ნატოსკენ სწრაფვის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG