Accessibility links

დნეპროპეტროვსკში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა


უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან გავცელებული ცნობებით, პარასკევს იქ სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მიერ ამ მომენტისთვის გავრცველებული ცნობით, დაიჭრა 14-მდე ადამიანი. მედია იუწყება, რომ პოლიციამ გამოძება დაიწყო და საქმე სავარაუდოდ „ტერორისტულ აქტებს“ ეხება. ყირიმში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აფეთქებებს „მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა“ უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიტალი ზახარჩენკო სასწრაფოდ გაემგზავრა დნეპროპეტროვსკში. როგორც იუწყებიან, პირველი აფეთქება ქალაქის ცენტრში, ტრამვაის გაჩერებაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ყუთში იყო მოთავსებული. აფეთქებას ხუთი ადამიანის დაჭრა მოჰყვა. შემდეგ კიდევ სულ მცირე სამ, ხალხით სავსე ადგილას მოხდა აფეთქებები - მათ შორის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს. როგორც იუწყებიან, ამ აფეთქებებს სულ მცირე ცხრა ადამიანის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG