Accessibility links

logo-print

დღეს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინეს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დოკუმენტაცია


პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა 21 აპრილს დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს დღეს იუსტიციის სამინისტროს. პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამინისტროს ჩაბარდა რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მათ შორის წესდება და მხარდამჭერთა ხელმოწერები. კობახიძის შეფასებით, არ არსებობს არანაირი მიზეზი და საფუძველი, რომ პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვას. იუსტიციის სამინისტროს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა აქვს.
XS
SM
MD
LG