Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი: "ქართული ოცნების" არჩევანიც ნატოა


კოალიცია "ქართული ოცნების" რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ში მისი ვიზიტისას კოალიციისადმი უზარმაზარი ინტერესი გამოვლინდა, რაც მისივე შეფასებით ნიშნავს, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლების ალტერნატიული ძალა დაინახეს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხიდაშელმა განაცხადა, რომ აშშ-ში გამართა 80-მდე შეხვედრა, მათ შორის თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში და ისაუბრა საქართველოში არსებულ პრობლემებზე, წინასაარჩევნო ვითარებასა და ”ქართული ოცნებისა” და მისი ლიდერის პოლიტიკურ მიზნებზე. ”მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ამოცანა იყო, ჩიკაგოს სამიტის წინ პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კონფრონტაციისა, კოალიციის არჩევანიც ნატოა, როგორც ეს რეფერენდუმზე გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, აშშ-ში კარგად იციან, თუ რა პრობლემები აქვს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, უბრალოდ, მის შემცვლელ ალტერნატიულ ძალას ვერ ხედავდნენ.
XS
SM
MD
LG