Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიმართა აქცია ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნით


კიევში გაიმართა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერთა აქცია, მისი განთავისუფლების მოთხოვნით. აქციის ათასობით მონაწილემ ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყო და შემდეგ დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბა - სადაც გაისმა მოწოდებები ტიმოშენკოს დაუყოვნებელი განთავისუფლების და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ. ამასთან, დემონსტრანტები ითხოვდნენ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ახლახან გავრცელებული ცნობის შესახებ - თითქოს ტიმოშენკოს სცემეს მაშინ, როცა გასულ კვირაში ძალის გამოყენებით ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ტიმოშენკოს ოქტომბერში მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. თავად ტიმოშენკო თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG