Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მედია: დამასკის ცენტრში „თვითმკვლელმა“ აფეთქება მოაწყო


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკის ცენტრში დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება, რასაც სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. მედია, რომელიც თავდასხმაში „ტერორისტებს“ ადანაშაულებს, ასევე იუწყება, რომ აფეთქებას კიდევ 20 ადამიანის დაშავება მოჰყვა. დღეს უფრო ადრე აქტივისტები სხვა აფეთქების შესახებ ავრცელებდნენ ცნობას - მათი თქმით, ის დამასკის სამრეწველო უბანში, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიის სიახლოვეს მოხდა. გაურკვეველია იმ აფეთქებას მოჰყვა თუ არა მსხვერპლი. სირიის ქალაქებს ბოლო თვეებში აფეთქებების ტალღა მოედო, მიუხედავად დიპლომატიური ნაბიჯების გააქტიურებისა იმ ამბოხების დასრულების მიზნით, რომელიც 2011 წლის მარტში დაიწყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი თვლის, რომ სირიის მთავრობის ნაბიჯები არ არის შესამაბისობაში საერთაშორისო მასშტაბით შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმასთან.
XS
SM
MD
LG