Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებულია ჩინეთში შინაპატიმრობიდან გაქცეული დისიდენტის ბედით


გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნავი პილეიმ შეშფოთება გამოთქვა ჩინელი დისიდენტის, ჩენ გუანჩენის ბედით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ გუანჩენი შინაპატიმრობიდან გაიქცა. უსინათლო დისიდენტის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ცნობების თანახმად, ის კვირას გაიქცა შინიდან და დატოვა აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე შანდონგის პროვინცია. გაეროს წარმომადგენელი შეშფოთებას გამოთქვას აგრეთვე ჩენს გუანჩენის მეუღლისა და შვილების წინააღმდეგ რეპრესიების საფრთხის გამო - ისინი შანდონგის პროვინციაში დარჩნენ. ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში, ჩინელი დისიდენტი ოფიციალურ პირებს თხოვს, გამოძიებულ იქნეს მისი ახლობლების ცემის ფაქტი. ის გამოდის ასევე ჩინეთში კორუფციისათვის ბოლოს მოღებისაკენ მოწოდებით. ჩენ გუანჩენმა თითქმის 20 თვე დაჰყო შინაპატიმრობაში, ციხეში ოთხი წელი ყოფნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG