Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში იმსჯელეს თავდაცვის რეზერვის სისტემის ახალ კონცეფციაზე


საქართველოს პარლამენტში პარასკევს შვიდი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტზე. ის ითვალისწინებს სისტემის დაკომპლექტებას ორი კომპონენტით - სახმელეთო ჯარების რეზერვით და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვით. სახმელეთო ჯარების რეზერვი საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებულ ძალების მხარდამჭერი იქნება და საჭიროების შემთხვევაში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს მას. ამ ტიპის რეზერვს ასევე ექნება საგანგებო სიტუაციებში დახმარების ფუნქცია. რაც შეეხება ნებაყოფლობით საფუძველზე დაკომპლექტებულ ტერიტორიულ თავდაცვის რეზერვს, საომარი მოქმედებების დროს ის, ძირითადად, პასუხისმგებელი იქნება თავდაცვის და ზურგის ოპერაციებზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ტერიტორიული რეზერვის პილოტური პროექტები უკვე მიმდინარეობს - მათ ფარგლებში გაწვრთნილია 13 000-მდე ნებაყოფლობითი რეზერვისტი. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდება, "თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" პროექტზე მსჯელობა გაგრძელდება ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG