Accessibility links

სამხრეთ ყირგიზეთში წყალდიდობამ 200-მდე შენობა გაანადგურა


ყირგიზეთიდან გავრცელებული ცნობებით, წყალდიდობამ, სულ ცოტა, 200 შენობა გაანადგურა სამხრეთში მდებარე ოშის რეგიონში. ოფიციალური პირების ცნობით, ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია წყალდიდობა და მეწყრები რეგიონის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მათ სახლებს მძიმე ზარალი მიადგა, დაიხოცა საქონელი. ტალახმა დაფარა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათობით ჰექტარი. დაწყებულია გასაწმენდი სამუშაოები.
XS
SM
MD
LG