Accessibility links

კეთრინ ეშტონმა ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლას "დაუშვებელი" უწოდა


"ევროკავშირი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 24 აპრილის შეხვედრის ბოლო წუთს გადადების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, კეთრინ ეშტონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად” გამოაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანჯეი ტიშკევიჩი და უარი თქვა გალის შეხვედრაში მონაწილეობაზე. სოხუმის მტკიცებით ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას „სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის პროცესი, რაზეც იუწყებოდნენ მთელი რიგი ქართველი პოლიტიკოსები.” კეთრინ ეშტონი კი განცხადებაში მაღალ შეფასებას აძლევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც „ მასზე დაკისრებული სტაბილიზაციის, ნორმალიზებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული მანდატის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემადგენელი ნაწილი.“ კეთრინ ეშტონი „დაუშვებელს“ უწოდებს ამ პროცესში მონაწილე რომელიმე მხარის მხრიდან ინცინდენტების პრევენციის პროცესში მონაწილე ევროკავშირის დელეგაციის შეფასებას და აფრთხილებს ყველა მხარეს, რომ „ჟენევის საერთაშორისიო დისკუსიის შეთანხმებული და დადგენილი პროცედურების ნებისმიერ ხელშეშლას სერიოზული შედეგები მოჰყვება.“
XS
SM
MD
LG