Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნეპროპეტროვსკში მომხდარ აფეთქებას იანუკოვიჩმა „ტერორისტული აქტი“ უწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც 28 აპრილს დნეპროპეტროვსკში ჩავიდა, უკრაინისათვის „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა დნეპროპეტროვსკში აპრილში მომხდარ ოთხ აფეთქებას, რომლის შედეგადაც 30 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი დაიჭრა. იანუკოვიჩს მხედველობაში ჰქონდა საბოლოო სამზადისი ფეხბურთში ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელსაც ივნისში პოლონეთთან ერთად უკრაინაც უმასპინძლებს. ევროპული ნაკრებების რამდენიმე შეხვედრა დნეპროპეტროვსკშიც გაიმართება. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირადად მოინახულა აფეთქებების შედეგად დაჭრილები, საგანგებო სხდომაზე გაეცნო როგორც პოლიცია ვარაუდობს, კოორდინირებული ტერაქტის გამოძიების მიმდინარეობას და დამნაშავეთა შეპყრობისათვის ჯილდოც დააწესა. პასუხისმგებლობა დნეპროპეტროვსკში განხორციელებულ აფეთქებებზე არავის აუღია.
XS
SM
MD
LG