Accessibility links

logo-print

რუმინეთის მთავრობა გადადგა


რუმინეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირება დაეკისრა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაითხოვა პრემიერ-მინისტრ მიჰაი რაზვან უნგურეანუს მთავრობა. ვიქტორ პონტა ერთადერთი კანდიდატია მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსა და სოციალისტური პარტიის ლიდერებს შორის გამართულ ექვსსაათიან შეხვედრაზე განიხილებოდა. მიმდინარე წლის განმავლობაში რუმინეთის მთავრობა მეორედ შეიცვალა. უნგუერანომ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ სამი თვე დაჰყო, ტავის მხრივ შეცვალა ემილ ბოკი, რომელიც მისი მთავრობის მიერ მიღებული ეკონომიკური მომჭირნეობის გეგმის გამო ქვეყანში აგორებული საპროტესტო გამოსვლებს გადაჰყვა.
XS
SM
MD
LG