Accessibility links

logo-print

ჩეხეთის მთავრობა გადაყენებას გადაურჩა


ჩეხეთის რესპუბლიკის მემარჯვენე-ცენტრისტული კაბინეტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი ხელმძღვანელობს გადაყენებას გადაურჩა. ჩეხეთის პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ნდობის საკითხის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვა გასულ კვირას პრაღის ცენტრში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა და ერთ -ერთი უდიდესი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. ჩეხეთის მოქალაქეები სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოხელეთა კორუფციისა და მთავრობის ეკონომიკური პროგრამის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG