Accessibility links

logo-print

გადარჩენილი ჩინელი აქტივისტი აშშ-ის მფარველობაში იმყოფება


უფლებათდამცველი ჯგუფის ცნობით შიდა პატიმრობიდან გაქცეული ჩინელი დისიდენტი ამჟამად აშშ-ის მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფება. აშშ-ი მდებარე ჩინეთის ჰუმანიტარული ჯგუფი იუწყება, რომ ჩენ გუანჩენის ბედთან დაკავშირებით „მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სა და ჩინეთს შორის“. ჩემ გუანჩენი გამოდის ასევე ჩინეთში კორუფციისათვის ბოლოს მოღებისაკენ მოწოდებით. ჩენ გუანჩენმა თითქმის 20 თვე დაჰყო შინაპატიმრობაში, ციხეში ოთხი წელი ყოფნის შემდეგ. უსინათლო დისიდენტი 22 აპრილს გაიქცა შინიდან და დატოვა აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე შანდონგის პროვინცია. უფლებათადამცველები გამოთქვამენ შეშფოთებას აგრეთვე ჩენს გუანჩენის მეუღლისა და შვილების წინააღმდეგ რეპრესიების საფრთხის გამო - ისინი შანდონგის პროვინციაში დარჩნენ.
XS
SM
MD
LG