Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პროკურატურამ უცხოელ კორესპონდენტებს „მტრები“ უწოდა


ყაზახეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა უცხოელი კორესპონდენტები „მტრებად“ მოიხსენიეს. ასეთი დახასიათება გაკეთდა საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ნავთობით მდიდარი ჟანაოზენის 37 მცხოვრებელს წაუყენეს მასობრივ არეულობებში მონაწილეობის გამო, რომელსაც დეკემბერში 16 ადამიანი შეეწირა. მტრებს შორის მოხსენიებული აღმოჩნდა ასევე „ასოშიეიტედ პრესის“ კორესპონდენტი, რომელიც ჟანაოზენში დეკემბრის თვეში მომხდარი ძალადობის შესახებ მასალას აგროვებდა და ტელეფონით ესაუბრა ადგილობრივ მცხოვრებს. როზა ტულეტაევამ, რომელიც ერთ-ერთია 37 ბრალდებულს შორის, ჟურნალისტს უამბო, რომ თავად იხილა, თუ როგორ დაიღუპა 5 კაცი პოლიციელების მიერ ნასროლი ტყვიებით. ამ დრომდე, ყაზახეთის ხელისუფლება უარჰყოფს სროლას და დაჟინებით იმეორებს, რომ ჟანაოზენში პოლიციას არავინ მოუკლავს.
XS
SM
MD
LG