Accessibility links

logo-print

სირიაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ახალი მეთაური ჩადის


სირიის დედაქალაქ დამასკში ჩადის გაეროს დამკვირვებელთა მისიის ახალი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი რობერტ მოდი. ამის თაობაზე დამასკში მყოფ ჟურნალისტებს გაეროს წარმომადგენელმა ნირაჯ სინგხმა აცნობა. გენერალი მოდი, ვეტერანი ნორვეგიელი მშვიდობისდამცველი ოფიცერია, რომელიც 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა ცეცხლის შეწყვეტის შესრულების სადამკვირვებლო მისიას ახლო აღმოსავლეთში და ორჯერ მონაწილეობდა კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. 12 აპრილის საზავო ხელშეკრულების მიუხედავად სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის კვლავ გრძელდება შეტაკებები. სირიიდან გავრცელებული ცნობებით შაბათს სირიაში ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სამთავრობო ძალებთან შეტაკების დროს. ბრძოლები განახლდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სასახლესთან ახლომდებარე სამხედრო ნაწილის ოფიცრები ოპოზიციის მხარეზე გადავიდნენ.
XS
SM
MD
LG