Accessibility links

logo-print

დამასკი ლიბანს ოპოზიციის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს


ვრცელდება ცნობები, რომ ლიბანის უშიშროების სამსახურის ოფიცრებმა დაიწყეს იმ გემის ეკიპაჟის წევრების დაკითხვა, რომლის გემბანზეც აღმოჩენილი საბრძოლო აღჭურვილობა, სავარაუდოდ, სირიის პარტიზანული ძალებისათვის იყო განკუთვნილი. ლიბანის არმია აცხადებს, რომ სიერა ლეონეს დროში ქვეშ მცურავ გემს ტყვიამფრქვევებით, საარტილერიო ჭურვებითა და სარაკეტო დანადგარებით სავსე სამი კონტეინერი გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემმა ლიბიიდან აიღო კურსი. სირიის მთავრობა ხშირად აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალები იარაღს ლიბანიდან ღებულობენ.
XS
SM
MD
LG