Accessibility links

logo-print

საქართველოში ყველა მეოთხე ოჯახიდან ერთი შრომითი მიგრანტია


საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი არალეგალური შრომითი მიგრანტია, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2010 წლის ერთ–ერთ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. საქართველოში ყოველი მეოთხე ოჯახიდან ერთი შრომითი მიგრანტია საზღვარგარეთ. გამოკითხულთა 20,96 პროცენტი ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობაზე იყო თანახმად. ამავე რაოდენობის მოქალაქემ აშშ–ში გამგზავრების სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება ევროკავშირს, ამ მხრივ, ყველაზე სასურველი ქვეყნებია: საბერძნეთი ––16,09; იტალია - 11,09, გერმანია-10,66, დიდი ბრიტანეთი-7,94, ესპანეთი-4,79 და საფრანგეთი - 4,72 პროცენტი. აღნიშნული მონაცემები ანგარიშში - „ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები“ - არის განთავსებული, რომელიც ფონდმა „ევროპული ინიციატივა-ლიბერალურმა აკადემიამ“ მოამზადა.
XS
SM
MD
LG