Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტს ნიგერიაში სულ ცოტა 15 კაცი ემსხვერპლა


ნიგერიიდან გავრცელებული ცნობებით ცეცხლსასროლი იარაღისა და ბომბების გამოყენებით განხორციელებული ტერაქტს დაახლოებით 15 ადამიანი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა. თავდასხმა მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთში მდებარე კანოს უნივერსტიტეტში მოხდა. დაუდგენელმა პირებმა იერიში მიიტანეს შენობაზე, რომელსაც ქრისტიანები კვირაობით სალოცავად იყენებენ. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დასავლური საინფორმაციო სააგენტოები განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ. ნიგერიის ხელისუფლება დაღუპულთა და ტერაქტის ორგანოზატორებთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ადრე მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც ასობით ადამიანი შეეწირა, პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა სექტამ „ბოლო ჰარამ“. ნავთობით მდიდარ ნიგერიაში, რომელიც აფრიკის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, მუსლიმები ქვეყნის ჩრდილოეთის უმრავლესობას წარმოადგენენ, ქრისტიანები კი ქვეყნის სამხრეთში დომინირებენ.
XS
SM
MD
LG