Accessibility links

logo-print

ვახტანგ ხმალაძე: სააკაშვილი ხელისუფლებაში დასარჩენ გზებს ეძებს


კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და მასში პრეზიდენტის გარდა სხვა იმიტომ არ ჩანს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ლიდერად ვის წარადგენენ. როგორც ახალი ამბების სააგენტო “მედიანიუსთან” საუბრისას აღნიშნა ხმალაძემ, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ დრომდე არ იცის, ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილის მეთაურობით დარჩება თუ სხვა გახდება მათი ლიდერი. მისივე თქმით, სააკაშვილს ხელისუფლებაში დასარჩენად ორი გზა აქვს: ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავოს, ანდა პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. ხმალაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთიდან, განსაკუთრებით კი აშშ-დან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები ხელისუფლების გადაბარების აუცილებლობის შესახებ. "პირდაპირი მინიშნებები გაკეთდა, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ნაციონალები ამ სცენარსაც განიხილავენ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ დასავლეთის მითითებები გაითვალისწინონ თუ რისკზე წავიდნენ და ისევ სააკაშვილს დაუჭირონ მხარი ქვეყნის მმართველის, ამ შემთხვევაში, უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე”, - განუცხადა “მედიანიუსს” ვახტანგ ხმალაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ხმები დასჭირდება, პირადად მას კი ეეჭვება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვოს.
XS
SM
MD
LG