Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა


რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ახალი ამბებსი სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოს გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. 5 შეხვედრიდან ქართველებმა 3 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი თურქეთის ძლევით დაიწყო - 5:0, ნახევარფინალში კი საფრანგეთის ნაკრებს 3:2 აჯობა. ევროპის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი გახდა
XS
SM
MD
LG