Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ დახურა სავიზო სექცია თეირანში


კანადამ განაცხადა, რომ ხურავს სავიზო სექციას თეირანში მდებარე კანადის საელჩოს შენობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით ირანელს მოგზაურობას გაურთულებს. საკუთარ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კანადის საელჩო აღნიშნავს, რომ ირანელი მოქალაქეებისათვის სავიზო მომსახურებას ამიერიდან თურქეთში მდებარე კანადის საელჩო შეასრულებს. გარდა ირანელი მოქალაქეებისა, თურქეთში არსებული კანადის საკონსულო მოემსახურებით ასევე ისაგრებლებენ კანადაში მოგზაურობის მსურველი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები. აღნიშნული ნაბჯი კანადის მხრიდან, კიდევ უფრო გაართულებს დასავლეთთან ირანელი მოქალაქეების ურთიერთობას, მით უფრო, რომ გასულ ნოემბერში ბრიტანეთმა საერთოდ დახურა საელჩო თეირანში.
XS
SM
MD
LG